გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანთა თანადგომის აქციები ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებშიც ჩატარდა

17-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა.

მორიგი თანადგომის აქციები ჩატარდა, ამჯერად თბილისის მუნიციპალიტეტის 2 რაიონში_ჩუღურეთსა და დიდუბეში. ამ რაიონებში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატულ შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სასურსათო კალათები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031