გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა

20-04-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან და ფრაქციებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

შეხვედრაზე ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და არჩევნებთან დაკავშირებული მთავარი საკითხები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს COVID19-თან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებზეც ესაუბრა.

პარლამენტი საგანგებო სესიის ფარგლებში 22 და 23 აპრილს შეიკრიბება და იმსჯელებს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხზე, ასევე, განიხილავს იმ კანონპროექტებს და ხელშეკრულებებს, რომელიც პანდემიის პირობებში შექმნილი ვითარების გამო აუცილებელია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930