გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს საკუთარ სახლში ექსპერტიზის შემდეგ გადაასვენებენ

21-03-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო.


"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება ამ ყველასთვის საზარელი ფაქტის გარშემო. გამოძიების ფარგლებში, მოხდება არჩილ ტატუნაშვილის სხეულის ექსპერტიზა, რის შემდგომაც, რამდენიმე საათში, მოხდება მისი გადასვენება თავის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა“-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930