გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა იწყება

22-04-2020

გერმანიის ვაქცინების ფედერალურმა ინსტიტუტმა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცდების პირველ ეტაპში 18-55 წლის 200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მეორე ეტაპზე კი უფრო მაღალი რისკის პაციენტები ჩაერთვებიან. ვაქცინა კომპანია Biontech-მა ფარმაცევტულ გიგანტ Pfizer-თან თანამშრომლობით შექმნა. პრეპარატის ტესტირება მოგვიანებით აშშ-შიც მოხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031