22-04-2020
იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
„ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო შტაბებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
13-05-2026
24-10-2026
25-10-2026
| « ნოემბერი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||