გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საკრებულოში თბილისსა და მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოეწერება ხელი

21-03-2018

თბილისის საკრებულოში დღეს ქალაქ თბილისსა და ქალაქ მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თბილისის მერი კახა კალაძე და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში.


ხელმოწერის ცერემონია 17:00 საათზე გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930