გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარინა ეზუგბაია: შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება, სიტუაციას გაართულებს

23-04-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები ნორმალური და ადექვატურია. ეს აისახება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელზე.

მისი თქმით, ქვეყანაში COVID-19-ის კონტროლირებადი მატებაა. ეს ნიშნავს, რომ დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის.

"ქვეყანაში ისევ გვაქვს ზომიერი, კონტროლირებადი მატება, ანუ ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ეს ღონისძიებები - აღკვეთის და რეგულაციები, რაც არის, ალბათ საკმარისია. კიდევ უფრო გამკაცრება სიტუაციას გაართულებს. ამ ეტაპზე შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ადექვატურია. კიდევ გამკაცრება იქნება საჭირო, თუ მოხსნა, ამას დინამიური პროცესი აჩვენებს.

დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930