გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა

23-04-2020

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი ფერმერული საქმიანობა არ შეჩერებულა; ჩვენ ვახორციელებთ საგაზაფხულო სამუშაოებს. არ შეჩერებულა არცერთი სახელმწიფო პროგრამა, არ შემცირებულა დაფინანსება, არამედ პირიქით, ეკონომიკური დახმარების პაკეტში გათვალისწინებულია გაზრდილი დაფინანსება იმ პროგრამების, რომლითაც ჩვენი ფერმერები სარგებლობენ. ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულს, რომელიც დაუბრუნდება სოფელს და აქვს ინტერესი ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში, შეუძლია ამ პროგრამებით ისარგებლოს.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის პროგრამა არის 10-ზე მეტი. მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია შეუძლია ჩვენი საინფორმაციო-საკინსულტაციო სამსახურებისგან, ასევე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითრების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიდან arda.gov.ge მიიღოს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, დამატებითი ინსტრუმენტები შევქმენით. პრემიერ-მინისტრს ექნება დეტალური პრეზენტაცია, რის შემდეგაც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენი მიმართულების საკითხებზე"-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930