გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებს შეხვდა

21-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს აგრარულ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომელიც დღეისათვის არსებობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავების პროცესში და რომ მიღებული გადაწყვეტილებები მისაღები და გაზიარებული უნდა იყოს ბიზნესწრეების მიერ.


„ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მთავრობა შეხვედრებს სისტემატურად მართავს. ბიზნესთან კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებმაც მათთვის საინტერესო კონკრეტული მიმართულებებით არსებული ვითარებისა და გეგმების შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხები მინისტრისგან მიიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031