გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპი გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, შემოქმედებით საქმიანობას, აზარტულ და მომგებიან ბიზნესს, სასტუმროებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება

25-04-2020

შეზღუდვების მეექვსე ეტაპი, გასართობ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს, შემოქმედებით საქმიანობას, აზარტულ და მომგებიან ბიზნესს, სასტუმროებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეზღუდვები მოიხსნება ასევე ყველა სხვა საქმიანობაზე, არადისტანციურ რეჟიმში.

„აქ არ არის ისეთი მსხვილი ბლოკები, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტი. აქ არ არის გეგმიური სამედიცინო მომსახურეობა. ეს ისეთი საქმიანობებია, რომლის რომელიმე ეტაპთან გახსნის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და ეს ის საქმიანობებია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასთან და სისწრაფესთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031