გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 51 ათასს გადააჭარბა

25-04-2020

აშშ-ში კორონავირუსით 51 ათასზე მეტია ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა ქვეყნის სამ შტატში რეგულაციები შეარბილეს. ჯორჯიისა და ოკლაჰომას შატატებში სილამაზის სალონები და სპაცენტრები კვლავ მოემსახურება მოსახლეობას. სხვადასხვა ბიზნესსექტორს მოეხსნა შეზღუდვები ალასკაზეც. ამის შესახებ BBC წერს.

სპეციალისტები გადაწყვეტილებას სახიფათოდ მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, ინფიცირებულთა ახალი ტალღა წარმოშვას. რეგულაციების შერბილების მიუხედავად, ამ შტატების ცალკეულმა ქალაქებმა გადაწყვიტეს, მათთან არსებული რეგულაციები კვლავ ძალაში დატოვონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930