გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სომხეთში კორონავირუსის 1 677 შემთხვევაა დაფიქსირებული

25-04-2020

ხომხეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული და ინფიცირებულთა რაოდენობა 1677-მდე გაიზარდა.

სომხური მედიის ცნობით, გამოჯანმრთელებულია 803 პაციენტი, ბოლო 24 საათს განმავლობაში კი კიდევ 1 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ქვეყანაში COVID 19-ს 28 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031