გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ქვახვრელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

25-04-2020

ავტოსაგზაო შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მსხვერპლით დასრულდა. ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი 40 წლამდე მამაკაცი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯებირი გაარღვია და მდინარეში გადავარდა. 

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი2


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031