გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მცხეთა-მთიანეთში ვეტერანთა თანადგომის აქცია ჩატარდა

26-04-2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეჭირვებულ ბენეფიციართა დახმარებას და ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.
უწყებამ ბენეფიციართათვის თანადგომის მორიგი აქცია ჩაატარა, ამჯერად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ( მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, სტეფანწმინდის) მუნიციპალიტეტებში მცხოვრები და წეროვანში, ახალგორიდან დევნილი, უკიდურესად შეჭირვებული, მკვეთრად გამოხატული შშმ, მრავალშვილიანი, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი, მხცოვანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის. სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა მათ სასურსათო კალათები გადასცეს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანთა თანადგომის აქციებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ გააგრძელებს.


ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31