გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში გამართულ სამუშაო თათბირზე პროექტების შესახებ ანგარიში მოისმინეს

28-04-2020

ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა იმედა მეშვილდიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს და წარმომადგენლებს 2018-2019 წლებში განხორციელებული სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების შესახებ მოხსენება-პრეზენტაცია წარუდგინათ და შემომწირველების აქტიურობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერად ფონდის სამომავლო მზაობაც დააფიქსირა.

შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ზურა ცაგურიშვილი.

შეხვედრაზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ონის მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდს ნაყოფიერი საქმიანობისათვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031