გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კლინიკის მონახულებისას პირბადე არ გაიკეთა

29-04-2020

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ პენსმა, მინესოტას კლინიკაში ვიზიტისას, უგულებელყო რეკომენდაცი პირბადის გაკეთების შესახებ. ამის მიზეზად კი მან ის დაასახელა, რომ არ არის ინფიცირებული ახალი ტიპის კორონავირუსით.

”როგორც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, რეგულარულად მამოწმებენ ახალ კორონავირუსზე. ჩემ გარშემო ყველა იგივეს აკეთებს. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები როდესაც პირბადის ტარების რეკომენდაციით გამოვიდნენ, განაცხადეს, რომ კორონავირუსის პოტენციურმა მატარებლებს ამ გზით შეუძლიათ ხელი შეუშალონ ვირუსის სხვა ადამიანებისთვის გადაცემას”, – განაცხადა მაიკ პენსმა.

”იმის გამო, რომ მე არ მაქვს კორონავირუსი, ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა რომ კლინიკაში წავსულიყავი, მისი თანამშრომლებისთვის თვალებში ჩამეხედა და მადლობა გადამეხადა მათთვის,” – დასძინა მან.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031