გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში

29-04-2020

„ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც მან განახორციელა კოვიდის ფონდში უპრეცენდენტოა თავისი მოცულობით და ეს არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ ეროვნულ განზომილებაში, არამედ, საერთაშორისო განზომილებაშიც - აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ შემოწირულობას საერთაშორისო პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა ქველმოქმედებით უკვე არაერთი წელია და მას სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, მთლიანობაში, ქველმოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვკვირვებია მისი ეს შემოწირულობა, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზი უნდა გაესვას ამ შემოწირულობის ძალიან დიდ მასშტაბს და საერთაშორისო დონეზეც აღიქმება ეს, როგორც ძალიან დიდი მასშტაბის შემოწირულობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031