გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

29-04-2020

დღეს, ახალციხეში, COVID-19-ით დაავადებულთათვის, სისხლის უანგარო დონაციის აქცია  გაიმართა.

 

სისხლის უანგარო დონაციის აქციაში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა,   მოსახლეობამ, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის ბანკში  დეფიციტი არ გვქონდეს.  ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები,  საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემა. 

 

აქცია „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა“ განახორციელა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031