გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 ტესტის პასუხი მიიღეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა

1-05-2020

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარეხ ბექაია აცხადებს, რომ ჰოსპიტალში „კოვიდ-19“ არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

ბექაია აცხადებს, რომ კლინიკიდან სულ 27 ნიმუში იყო გაგზავნილი, 26 პასუხი მიიღეს, ერთი კი, კვლევაში რჩება.

მისივე ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში ჰოსპიტალში 38 პაციენტი შეიყვანეს.

დღესვე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორკვირიანი სამუშაო გრაფიკი დასრულდა და ექიმები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. მარეხ ბექაიას თქმით, წინა ცვლის საკარანტინო ვადაც ამოიწურა და კორონავირუსი არც ერთ ექიმს არ დაუდასტურდა.

1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031