გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩრდილოკორეელმა სამხედროებმა სამხრეთკორეელ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნეს

3-05-2020

ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში სროლა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შტაბების მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, ცეცხლი ჩრდილოკორეულმა მხარემ გახსნა, რის შემდეგაც სამხრეთკორეელმა სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლები შეასრულეს.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა ოფიციალურ ფხენიანს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ განმარტებები მოითხოვა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031