გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გლდანში აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამ ფუნქციონირება დაიწყო

3-05-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს აგრარულ ბაზრებთან აქტიურ მუშაობას, რათა დროულად მოხდეს მათი ფუნქცინირების აღდგენა. სააგენტოს რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს გაიხსნა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც უზუნველყოფს ბაზრის ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციას, მომხმარებლის დამცვავი საშუალებებით აღჭურვას, ტარდება თერმოსკრინინგი და ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დისტანციის დაცვას.

პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით, აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა, რაშიც აქტიურად არის ჩართული ბაზრის ადმინისტრაცია.

3 მაისის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. ბაზრების გახსნის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. აგრარული ბაზრების მონიტორინგს და შესაბამისი რეკომენდაციების გაცნობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031