გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლალი ტურძელაძე: კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი სპორტსმენის დედაა

3-05-2020


თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერს განეკუთვნება და ის სპორტსმენის დედაა.
მისივე თქმით, პაციენტს ძირითად დავადებასთან ერთად ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ამის შესახებ ტურძელაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
"აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა," -განაცხადა ტურძელაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31