გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იაპონიაში, საკრუიზო ლაინერ Costa Atlantica-ზე, Covid-19-ით 149 ადამიანია ინფიცირებული

4-05-2020

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერ Costa Atlantica-ზე, რომელიც ნაგასაკის პორტშია გაჩერებული, ახალი კორონავირუსით 149 ადამიანია ინფიცირებული.

25 მარტს, საკრუიზო ლაინერი Costa Atlantica შევიდა ნაგასაკის პორტში, მასზე მგზავრებბი არ იმყოფებოდნენ. ლაინერის იქ შესვლის მიზანს კი პროფილაქტიკა და რემონტი წარმოადგენდა. მას პორტი აპრილის ბოლოსთვის უნდა დაეტოვებინა, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდებოდა, თუმცა გეგმები მას მერე შეიცვალა, რაც აპრილის შუა რიცხვებში, გუნდის ერთ-ერთი წევრი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა.

კვირას, გუნდის 44-მა წევრმა, რომლებსაც ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე და პასუხი უარყოფითი იყო, დატოვეს იაპონია. დღეს დილით კი კიდევ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონია ეკიპაჟის კიდევ 7-მა წევრმა დატოვა, რომლებსაც ტესტირების შედეგად აგრეთვე არ დაუდასტურდათ კორონავირუსი.

ipress

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31