გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მტკიცებულება არსებობს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის – მაიკ პომპეო

4-05-2020

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოს თქმით არსებობს “უზარმაზარი მტკიცებულება”, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთის ლაბორატორიიდან მოდის.

 

ამის შესახებ პომპეომ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, თუ რა მტკიცებულებას გულისხმობდა.

 

„არსებობს „უზარმაზარი მტკიცებულება“ იმისა, თუ საიდან დაიწყო ეს ვირუსი. ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობდა ვირუსი უჰანიდან, ჩინეთიდან. მათ აქვთ მსოფლიოს ინფიცირების ისტორია და აქვთ არასტანდარტული ლაბორატორიები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინური ლაბორატორიების გამო ვირუსი მსოფლიოში გავრცელდა“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვირუსი შემთხვევით გავრცელდა ლაბორატორიიდან თუ განზრახ.

 

მისი თქმით, ჩინეთში უამრავი ლაბორატორიაა, პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეა და კომუნისტური პარტია დასავლეთიდან ჩასულ მეცნიერებს ლაბორატორიებში შესვლას უზღუდავს.

პრაიმტაიმი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031