გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კორონავირუსის საწინააღმდეგო იტალიური ვაქცინა თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს

4-05-2020

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელზეც იტალიური კომპანია Takis-ი მუშაობს, თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სააგენტო ANSA-ს ცნობით, ვაქციანსთან ერთად თაგვების ორგანიზმში შეყვანილმა ანტისხეულებმა ვირუსის გავრცელება შეაჩერეს. კვლევა რომის ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა შემოდგომაზე დაიწყება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031