გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტიკარაძე: რამდენიმემ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა, ისინი სტაციონარში არ მოთავსებულან

5-05-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა. ისინი სტაციონარში არ მოუთავსებიათ.

"საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს გადატანილი აქვთ ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები, ასეთია რამდენიმე მოქალაქე. მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.

pia


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930