გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: უცნაურია, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაშია აშშ-ს საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან

6-05-2020

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ფრიდომ ფაუსის“ ანგარიშში მოყვანილ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის ხელყოფის მხრივ გაუარესებული ვითარებაა, კომენტარი გააკეთა.

„მმართველი გუნდი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შესაბამის ანგარიშებს. აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ უცნაურია, რომ „ფრიდომ ფაუსის“ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით, ქართული ოცნების გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია როგორც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემების მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031