გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლსკი: სააკაშვილის უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება

6-05-2020

„უკრაინის რადამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც სააკაშვილი არ დანიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, საკმაოდ დისონანსურია მისი დანიშნა ნებისმიერ თანამდებობაზე სახელმწიფო სტრუქტურაში. რასაკვირველია, ამით ორმხრივ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სტრატეგიული ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის არ ყალიბდება მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში.

„ის საკმაოდ ფართო ფორმატში გულისხმობს თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში. ასე, რომ ამ თემაზე სამსჯელო იქნება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31