გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრამპმა სექსუალური შევიწროების სკანდალში გახვეულ ბაიდენს მხარი დაუჭირა

8-05-2020

თეთრი სახლის ლიდერმა პოლიტიკურ ოპონენტს, ჯო ბაიდენს სექსუალური შევიწროების სკანდალში მხარი დაუჭირა.

„ეს არის ბრძოლა, რომლის გადატანაც მას მოუწევს. ჩემს მიმართაც იყო ბევრი ცრუ ბრალდება. შესაძლოა მის მიმართ ბრალდებაც სიცრუეა. მართალი გითხრათ, ვიმედოვნებ, რომ ეს ასეა“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სექსუალურ შევიწროებაში ბაიდენი მისმა ყოფილმა თანაშემწემ ტარა რიდმა დაადანაშაულა. ქალის მტკიცებით, 1993 წელს ბაიდენი მას კაპიტოლიუმის ერთ-ერთ დერეფანში უნებართვოდ ჰკოცნიდა, ეხებოდა და ინტიმურ ურთიერთობას აიძულებდა.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031