გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!

9-05-2020

სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930