გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ყველას, ვინც არ დაემორჩილება შეზღუდვებს, პოლიცია კანონის ფარგლებში პასუხს გასცემს

9-05-2020

ყველა ის ადამიანი, რომელიც გამომწვევად ამბობს, რომ არ დაემორჩილება კანონს რა თქმა უნდა პოლიცია კანონის ფარგლებში შესაბამის პასუხს გასცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცველებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ კანონის დარღვევას უპასუხონ ლეგიტიმურად და თან ისე, რომ იზრუნონ თითოეულ მოქალაქეზე.

„არაერთხელ დაუმტკიცებია ჩვენს პოლიციას, რომ შესწევს ძალა კანონის დარღვევას უპასუხოს ლეგიტიმურად და ისე, რომ თან გამოავლინოს საკმაოდ დიდი ზრუნვა თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930