გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ

9-05-2020

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 300 ლარს.

განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით - „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ფულად სოციალურ დახმარებას, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031