გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარანტინის მოხსნის პირველ დღეს, საფრანგეთის მოსახლეობა განმეორებითი იზოლაციის შესახებ გააფრთხილეს

12-05-2020

საფრანგეთის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო რეჟიმიდან გამოსვლის სტრატეგიის კოორდინატორმა ჟან კასტექსმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ისინი განმეორებითი იზოლაციისთვის მზად უნდა იყვნენ.

”საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში განმეორებითი იზოლაცია უნდა განვიხილოთ,” - წერს კასტექსი კარანტინის გაუქმების შესახებ პირველი დღის მოხსენებაში.

შეგახსნებთ, რომ დღეს, 12 მაისს საფრანგეთში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 ივლისამდე გაგრძელდება. დღეიდან ქვეყანაში არასასურსათო მაღაზიები და სხვადასხვა საწარმოები იხსნება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა ნიღბის ტარება.

pia

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930