გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა

13-05-2020

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებული სტუდენტია. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი მკურნალობს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სოხუმში კარანტინში 256 ადამიანი რჩება, მათი უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კადეტია.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031