გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 მოზარდი განიკურნა

13-05-2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა, 6-ივე მათგანი მოზარდია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, კლინიკაში დადასტურებული დიაგნოზით 2 ახალი ინფიცირებული შეიყვანეს.

"საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, 100-ზე მეტი სხვაობა გამოჯანმრთელებულებსა და მათ, შორის, ვინც სტაციონარებში მკურნალობს. ახალი 4 პაციენტი საკარანტინო სივრცეებიდანაა და ისინი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია, დანარჩენი 4-დან 1 არის თეთრიწყაროდან 1 ბოლნისიდან. მათგან ჩვენთან საკარანტინო სივრციდან შემოყვანილია 2 პაციენტი",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით მხოლოდ 1 მოზარდიღა რჩება. ასევე გაუმჯობესებულია მძიმე პაციენტრის მდგომარეობაც.

კლინიკაში კორონავირუსი სულ 33 პირს აქვს დადგენილი.

პია

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31