გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო მედია განაგრძობს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას

14-05-2020

საერთაშორისო მედია აგრძელებს საქართველოს მიერ კოვიდ-19-თან ბრძოლაში მიღწეული შედეგების აღიარებას. ეს არის მნიშვნელოვანი და მისასალმებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს შესახებ ევროპა პრესის ესპანური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, კოვიდ-19-თან ბრძოლაში შედეგი სახელმწიფოს მიერ მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგად დადგა.

„რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიიღეს დარგის ექსპერტებმა, ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სპეციალისტებმა. შედეგები, რომელიც საქართველოში გვაქვს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საქართველომ, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის ეფექტიან გამკლავებაზე იფიქროს, არამედ უკვე, პოსტკრიზისულ პერიოდში იფიქროს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი და უპირველესი რეგიონში, რომელიც გახსნის საკუთარ საზღვრებს, მზად იქნება იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ასევე, გახსნას რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკის ყველა დარგი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930