გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

14-05-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად აქტიურად მიმდინარეობს.

გრძელდება კოსტავას, პაატა ნათენაძის, შალვა ახალციხელისა, დიდიმამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სადაც ამ დროისთვის საფეხმავლო ბილიკებზე ბეტონის დეკორატიული ფილები და ბაზალტის ბორდიურები ეწყობა.

დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების, გამწვანების ზოლებისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031