გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს პიკი არ ჰქონია

15-05-2020

საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება”-ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.

“იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031