გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პატრიარქი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება მთელი საქართველოს მწუხარებაა

23-03-2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშილის ოჯახში ჩაბრძანდა. 
პატრიარქმა ტატუნაშვილის ახლობლებს მიუსამძიმრა.
როგორც უწმინდესმა ბრძანა, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება მთელი საქართველოს მწუხარებაა. 
„ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს სული ახალგარდაცვალებულისა მონისა ღვთისა არჩილისა და დააწესოს იგი, სადაცა წმინდანნი და მართალნი განისვენებენ. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ესაა მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას ახლა ლოცვები სჭირდება“- ბრძანა პატრიარქმა. 
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. იგი ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930