გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული 9 პირის თბილისში გადაყვანა მიმდინარეობს

15-05-2020

სოფელ მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანა ხორციელდება. მედიკოსთა სპეციალურ ბრიგადებს 9 პაციენტი, მკურნალობის მიზნით, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებულებებში გადაჰყავთ.

ინცფიცირებული პაციენტების თბილისში გადაყვანის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აკვირდებიან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 139 პირს დაუდგინდა. ბოლო 24 საათში აღებული 131 ბიოლოგიური ნიმუშიდან ვირუსი 17 პირს დაუდგინდა. აქედან 9 მუშევანის კლასტერს, 8 კი სოფელ გეტას უკავშირდება. მუნიციპალიტეტში COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 49-ს შეადგენს, 3 პირი კი გარდაცვლილია. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 78, ხოლო კარანტინში 69 მოქალაქე იმყოფება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930