გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ გეტაში კორონავირუსის შესახებ აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა

16-05-2020

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს სოფელ გეტაში საინფორმაციო კამპანია გამართეს.

მოხალისეებმა კორონავირუსის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები თავშეყრის ადგილებში განათავსეს.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია, აზერბაიჯანულ ენაზე, სოფელ გეტაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადებიდან აქტიურად მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031