გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელმა ქალმა ჯეკპოტი ორჯერ, ერთი და იმავე რიცხვებით მოიგო

18-05-2020

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ დარემის მცხოვრებმა ლატარეაში 2 მილიონი დოლარი იმავე რიცხვებით მოიგო, რომლებმაც მას ჯეკპოტი 2017 წელს მოაგებინა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.

შანიკა მილერი ლატარეის ბილეთებში ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვებს - თავისი შვილების დაბადების თარიღებს წერდა. ამ რიცხვებით 2017 წელს მან 50 ათასი დოლარი მოიგო.

მიმდინარე წლის 4 აპრილს მან ისევ სცადა ბედი, ონლაინ-ლატარეის ბილეთი შეიძინა და იმავე რიცხვებით 2 მილიონი დოლარი მოიგო. ლატარეაში მოგებული ფულით შანიკა მილერი ვაჟისთვის ავტომობილის, ოჯახისთვის კი სახლის ყიდვას გეგმავს.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031