გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან

24-03-2018

„დარწმუნებული ვარ დამნაშავე დაისჯება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“ - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და სამოქალაქო პანაშვიდზე ოჯახს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.


„არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი და ამავე დროს კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი ჩვენს ერის ისტორიაში. ეს არ არის მხოლოდ ტატუნაშვილების ოჯახის ტრაგედია, ისევე როგორც თავის დროზე არ იყო მხოლოდ ოთხოზორიების ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელიჩვენი ქვეყნის ტრაგედია.


მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა აღდგება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არ დარჩებიან.
მჯერა, რომ ჩვენი ერი დაირაზმება, ამ ტკივილსაც გადაიტანს დაკვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისაკენ სვლას.


მინდა დავიჯერო, რომ ტატუნაშვილი იყო ბოლო მსხვერპლი ამ ძალიან რთულ და ფაქიზ გზაზე“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031