გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯო ბაიდენი: 100 ათასამდე ამერიკელი გარდაიცვალა, პრეზიდენტი კი ამ დროს გოლფს თამაშობს

24-05-2020

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„100 000-მდე ამერიკელი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი სამსახური დაკარგა. ამ დროს პრეზიდენტი გოლფს თამაშობს“, - წერს ბაიდენი Twitter-ზე.


Joe Biden
@JoeBiden

Nearly 100,000 lives have been lost, and tens of millions are out of work.

Meanwhile, the president spent his day golfing.



CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა გოლფი ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში ითამაშა. ტელეარხის ცნობით, გოლფის თამაშისას ტრამპსა და მის პარტნიორებს პირბადეები არ ეკეთათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031