გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორის ჯონსონი: კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გამიუარესდა

26-05-2020

დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გაუუარესდა.

„პირველად ბოლო სწლების განმავლობაში სათვალეების ტარება მიწევს. ვფიქრობ, ეს კორონავირუსის შესაძლო შედეგია. საკმაოდ შესაძლებელია, რომ მხედველობა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. მას შემდეგ პრემიერი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას სახლიდან აგრძლებდა, თუმცა 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, პრემიერი საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 12 აპრილს იგი საავადმყოფოდან გაწერეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031