გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილში გასახდელი ოთახები უქმდება

26-05-2020

„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანიის დირექტორმა, რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, "ზარა", "მა­სი­მო დუტი", "ოიშო", "ბერშკა", "სტრა­დი­ვა­რი­უ­სი" და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

მაღალაშვილის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. მისივე თქმით, პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31