გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა "გამორიცხულია"

27-05-2020

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

თენგიზ ცერცვაძემ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტები მოუწონა. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი მომავალში თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში ვიხილოთ, ან ხომ არ ჰქონია მას რაიმე შემოთავაზება მმართველი გუნდისგან, მან უპასუხა, რომ მას არანაირი შემოთავაზება მმართველი გუნდისგან არ მიუღია.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა მისი გატაცება და საქმე არ არის და არც არასდროს ყოფილა რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 

"მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად არც ერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არც ერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

rustavi2

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930