გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინელმა მეცნიერებმა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა ასწავლეს

28-05-2020

ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა ასწავლეს. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთმა ძაღლმა კორონავირუსით ინფიცირებულების შარდის ანალიზი ჯანმრთელი ადამიანების ნიმუშებიდან გამორჩევა შეძლო.

სპეციალისტები, რომლებსაც ძაღლების დიაგნოსტიკაში გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვთ ამტკიცებენ, რომ ძაღლები ინფიცირებულებს პრაქტიკულად PCR-ტესტების სიზუსტით ავლენენ. მეცნიერები კვლევის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, რომელზეც ძაღლებს ნიმუშების უფრო დიდი რაოდენობასთან მოუწევთ გამკლავება. ამის შემდეგ ცხოველების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში დაიწყება.

ანალოგიური კვლევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31