გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალ ზელანდიაში 2 დაკარგული ტურისტი 18 დღის შემდეგ ცოცხლები იპოვეს

28-05-2020

ახალ ზელანდიაში დაკარგული ტურისტები 18 დღის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 23 წლის ჯესიკა ოკონორი და დიონ რეინოლდსი 452 ათასი ჰექტარი სიდიდის უღრანი ტყით დაფარულ კაჰურანგის ეროვნულ პარკში ლაშქრობაში 9 მაისს წავიდნენ და დაბრუნებას 5 დღეში გეგმავდნენ.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 18 მაისს დაიწყო და ტურისტები 27 მაისს იპოვეს.

imedinews.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930