გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იმერეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

26-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28  ფაქტი გამოავლინეს.

ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა  და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული  ხე-ტყის ოდენობა  50 მ3 შეადგენს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31